top of page

გთხოვ ეს სიტყვები სულ გახსოვდეს...

მარი... არ ვფიქრობ გამომივიდეს ეს ტექსტი რაღაც განსაკუთრებული და ორიგინალური, უბრალოდ მინდა გითხრა ის რაც გულიდან წამოვა და რაც მრავალჯერ მაქ ნათქვამი...

მინდა გითხრა როგორ მიყვარ.. არა სიტყვებით ვერ აგიხსნი... არ ვიცი ალბათ ძაან ძნელია მაგრამ გთხოვ სულ გახსოვდეს: მე ყოველთვის შევასრულებ შენ სურვილს, როგორიც არ უნდა იყოს, მე არასდროს დავუშვებ მოწყენილი იყო, თუმცა ამ ბოლო დროს მოწყენის მიზეზი მე ვხდები :( . არასდროს დავუშვებ ვინმემ გაწყენიოს და გული გატკინოს.

არასდროს არ იფიქრო რო არავის უყვარხარ, არავის აინტერესებ, არავინ არ გაქცევს ყურადღებას, არავინაა შენ გვერდით... უბრალოდ გახსოვდეს რო ყოველთვის იქნება ერთი ადამიანი რომელსაც თავის თავზე და სუყველაზე მეტად ეყვარები, სულ შენთან იქნება მაშინაც კი როცა ვერ ხედავ, სულ შენზე იზრუნებს, სულ შენ დააინტერესებ და არაფერი სხვა... ეს ადამიანი შენთვის ყველაფერს გააკეთებს... შენ გამო გაქრება და შენ გამო გაჩნდება, შენ ყოველ სურვილს აასრულებს და ოცნებას განახორციელებს.

ამ სიტყვებით მინდა გთხოვო რო უბრალოდ გახსოვდეს როგორ უყვარხარ ერთ ადამიანს, რომელიც შენ გარეშე არარაობაა, ადამიანი არაა... რომელიც შენ გარეშე ერთ წუთს ვერ გაძლებს და რომელიც იმისთვის რო შენ ბედნიერი იყო თავის სიცოცხლეს გაწირავს... რო შეეძლოს 10 ჯერ ზედიზედ... არ აქვს მნიშვნელობა ის როგორ იქნება, თუ შენ ბედნიერი იქნები, ის ქვეყანაზე უბედნიერესი იქნება. 

უბრალოდ გახსოვდეს რო არსებობს ადამიანი...

 

რომელსაც უყვარხარ!!!

"Sometimes the heart sees what is invisible to the eye."

 

ხვალ 14 თებერვალია... უკვე დღეს : ) ... ვალენტინობა...

ჩემთვის ყოველი დღე ვალენტინობაა... ყოველი დღე შენი დღეა... ყოველი წუთი შენზე ფიქრში გატარებული წუთია... ყოველი ჩემი ამოსუნთქვა შენით არის გაჯერებული... ყოველი ჩემი აზრი შენ გეკუთვნის,,, ჩემი ტვინი შენ გეკუთვნის... ჩემი გული დიდი ხანია, უკვე საუკუნეა, მთლიანად შენ გეკუთვნის...  ჩემი ოცნებები, ჩემი ფანტაზიები, ჩემი სურვილი, ერთადერთი სურვილი - ეს შენ ხარ. ყოველი უშენოდ გატარებული წუთი დაკარგულია, სადღაც შორს წასულია, უაზრობაში გატარებულია... უშენოდ გატარებული დღე სიკვდილია, სულიერი სიკვდილია ...

ხვალ თუ დღეს უკვე ვალენტინობაა : ) უბრალო დღეა... უბრალო რიცხვია... 

ხვალ თუ... უკვე დღეს ალბათ ისევ გნახავ როგორც ყოველ დღე... განსხვავება ერთი იქნება - ხვალ ვალენტინობაა - წყვილების დღე... ხვალ აუცილებლად მომეცემა შანსი... არა... მე მივცემ ჩემ თავს შანსს ეს დაუვიწყარ დღედ აქციოს შენთვის... უბრალოდ რამდენიმე წუთი მჭირდება... რამოდენიმე უბრალო წუთი... რომლის გარეშეც მე ყველანაირი ოცნება, ყველა ფიქრი დამემსხვრევა... რამოდენიმე უბრალო წუთი რომელიც შენ ალბათ არაფერს დაგაკლებს... თუ დამითმობ შევეცდები... ყველანაირად შევეცდები ჩემ ოცნებასთან ერთად გატარებული ეს წუთები ტყუილად არ დავხარჯო...

ხვალ 14 თებერვალია... ალბათ უკვე დღეს : )  ვალენტინობა...

ხვალ... ხვალ ვალენტინობაა, დღესაც ვალენტინობაა, ზეგაც ვალენტინობა იქნება, მთელი ცხოვრება ვალენტინობა იქნება... ჩემი ოცნება, ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები, ჩემი გული, ჩემი აზროვნება, ჩემი მთვარე, ჩემი მზე, ჩემი დედამიწა, ჩემი წყალი, ჩემი მიწა, ჩემი სული, ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემი ერთადერთი გოგო, ჩემი ერთადერთი.  ყველაზე მეტად მიყვარხარ რაც ოდესმე ცხოვრებაში მყვარებია, გუშინდელზე მეტად მიყვარხარ და ხვალინდელზე ნაკლებად რადგან ხვალ უფრო მეყვარები... ხვალ ვალენტინობაა მაგრან ეს არაფერს ცვლის, ყოველი დღე ვალენტინობაა... 

ზემოთ დაწერილი უბრალოდ დაბეჭდილი სიტყვებია... ამის დამტკიცება ბევრჯერ მომიწევს... სულ მინდა, მთელი ცხოვრება, ყოველი წუთი, ყოველწამს მინდა რომ დავამტკიცო როგორ მიყვარხარ... რომ დავამტკიცო რომ უშენოდ არაფერს აზრი არ აქვს და რომ შენ ხარ ერთადერთი...

ხვალ თუ დღეს უკვე ვალენტინობაა... ეს არაფერს ცვლის...

მე შენ მიყვარხარ - ადრეც, ახლაც და მერეც, მთელი ცხოვრება, მთელი საუკუნე... მთელი არსებით მიყვარხარ. 

 

ყოველთვის ჩემი ოცნება <3 , ყოველთვის My Moon <3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენი გადარეული პოეტი : )  @Dzilisguda

მე

შენ

მიყვარხარ!!!!

© by Dzilisguda. Proudly created with Wix.com

  • Twitter Clean
  • w-facebook
  • w-googleplus
bottom of page